Justice & Rights

Understanding the EU Pay Transparency Directive: A New Era for Job Seekers and Employers

For decades, "equal pay for equal work" was a principle you could not enforce because the numbers were hidden. On 7 June 2026, that ended. Every Member State was required to enforce four new rules: show the salary before the interview, ban questions about your pay history, give you the data to prove discrimination, and force companies to fix unjustified gaps of 5% or more.

Tamari Tabatadze·12 Aug 2026·3 წთ კითხვა
მთავარი დასკვნები
1. Salary secrecy is now illegal across the EU. Since 7 June 2026, employers must publish pay ranges before interviews, cannot ask about your salary history, and cannot enforce contractual clauses that stop workers from discussing pay. 2. A 5% gender pay gap triggers a mandatory corporate audit. Companies with 100+ workers must report gender pay data. If any job category shows an unjustified gap of 5% or more, the employer must conduct a Joint Pay Assessment with worker representatives, diagnose the cause, and implement a binding corrective plan. 3. In discrimination cases, once a worker presents facts suggesting unequal pay, the employer must prove the difference is justified by objective, gender-neutral criteria not the other way around.

ალბათ თქვენც ყოფილხართ ასეთ სიტუაციაში. სქროლავთ ვაკანსიებს და თითოეულ მათგანში ერთი და იგივე წერია: "ანაზღაურება გამოცდილების მიხედვით" ან საერთოდაც არ არის მითითებული კონკრეტული ანაზღაურება. წარმოდგენაც კი არ გაქვთ, დამსაქმებლის ბიუჯეტი რამდენი ლარია. გასაუბრებაზე სრულიად უინფორმირებული მიდიხართ, მოლაპარაკებებს ბნელში აწარმოებთ და იმედოვნებთ, რომ ათასობით ლარს ჰაერში არ ტოვებთ. ან უფრო უარესი: თქვენი კოლეგა, რომელიც ზუსტად იმავე საქმეს აკეთებს, რასაც თქვენ, საკმაოდ მეტს გამომუშავებს. ათწლეულების განმავლობაში ანაზღაურების საიდუმლოება ევროპული სამუშაო ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო.


ათწლეულების განმავლობაში "თანაბარი ანაზღაურება თანაბარი შრომისთვის" იყო პრინციპი, რომელიც ჩამარხული იყო ევროკავშირის ხელშეკრულებებში და პრაქტიკაში იგნორდებოდა. მიზეზი მარტივი იყო: თუ ვერ ხედავთ თქვენს კოლეგას რამდენი აქვს შემოსავალი, შესაბამისად ვერანაირად ვერ აპროტესტებთ. დამსაქმებლები კი ბევრს შრომობდნენ იმისთვის, რომ ეს ვერ დაგენახათ, მაგალითად: კონფიდენციალური ხელფასების, სახელშეკრულებო აკრძალვებისა და გასაუბრების იმ საშინელი შეკითხვის მეშვეობით: "და მაინც, რას გამომუშავებთ ამჟამად?". 2026 წლის 7 ივნისს ევროკავშირში ეს სისტემა დასრულდა.


EU PAY TRANSPARENCY DIRECTIVE (ევროკავშირის ანაზღაურების გამჭვირვალობის დირექტივა) ქმნის ოთხ აღსრულებად უფლებასა და ვალდებულებას:


გამჭვირვალობა დაქირავებისას: დამსაქმებლებმა სამუშაოს მაძიებლებს უნდა მიაწოდონ ინფორმაცია საწყისი ანაზღაურების დონის ან ხელფასის დიაპაზონის შესახებ. ეს უნდა გამოჩნდეს ვაკანსიის განცხადებაში ან გაზიარდეს პირველ გასაუბრებამდე. ამავდროულად, დამსაქმებლებს მკაცრად ეკრძალებათ კანდიდატებს ჰკითხონ მათი ანაზღაურების ისტორია მიმდინარე ან წინა სამუშაოებზე.


ცოდნის უფლება (The Right to Know): მოქმედ თანამშრომლებს შეუძლიათ მოითხოვონ ინფორმაცია იმ მუშაკთა საშუალო ანაზღაურების დონის შესახებ, რომლებიც ასრულებენ იმავე სამუშაოს ან თანაბარი ღირებულების სამუშაოს. დამსაქმებლებმა მოთხოვნას უნდა უპასუხონ 2 თვის ვადაში. გარდა ამისა, ნებისმიერი სახელშეკრულებო პუნქტი, რომელიც მუშაკებს უშლის ხელს თავიანთი ანაზღაურების გამჟღავნებაში ან განხილვაში, იურიდიულად აკრძალულია.


5%-იანი წესი და Joint Pay Assessment (ანაზღაურების ერთობლივი შეფასება): 100 ან მეტი თანამშრომლის მქონე კომპანიებმა უნდა წარადგინონ ანგარიში თავიანთ ორგანიზაციაში გენდერული ანაზღაურების სხვაობის შესახებ. თუ ანგარიში აჩვენებს 5%-იან ან მეტ სხვაობას ანაზღაურებაში იმავე სამუშაოს შემსრულებელი მუშაკების ნებისმიერ კატეგორიაში და დამსაქმებელი ვერ შეძლებს მის ობიექტურად გამართლებას გენდერულად ნეიტრალური კრიტერიუმებით, მენეჯმენტმა უნდა ჩაატაროს Joint Pay Assessment მუშაკთა წარმომადგენლებთან ან პროფკავშირებთან თანამშრომლობით. ამ აუდიტმა უნდა გააანალიზოს ანაზღაურების სტრუქტურა, გამოავლენოს ძირითადი მიზეზები და მოამზადოს სავალდებულო გამოსასწორებელი სამოქმედო გეგმა.


მტკიცების ტვირთის გადაკისრება (Burden of Proof Shift): სამართლებრივ წარმოებაში, როგორც კი დასაქმებული წარადგენს ფაქტებს, რომლებიც მიუთითებს ანაზღაურებრივ დისკრიმინაციაზე, მტკიცების ტვირთი გადადის დამსაქმებელზე. კომპანიამ უნდა დაამტკიცოს, რომ ანაზღაურების სხვაობა გამოწვეულია ობიექტური, გენდერულად ნეიტრალური ფაქტორებით. თუ ისინი ამას ვერ შეძლებენ, დაეკისრებათ პასუხისმგებლობა.


რატომ მიიღეს ეს კანონი?


დირექტივა მიიღეს იმის გამო, რომ ევროკავშირში გენდერული ანაზღაურების სხვაობა წლების განმავლობაში დაახლოებით 14.1%-ზე იყო გაყინული, ქვეყნებს შორის უზარმაზარი ცვალებადობით: ლუქსემბურგში 1.3%-დან ესტონეთში 21.7%-მდე.


რადგან ხელფასები საიდუმლო იყო, დისკრიმინაციის მსხვერპლებს იშვიათად ჰქონდათ მტკიცებულებები სხვაობების აღმოსაჩენად, აღარაფერი რომ ვთქვათ სასამართლოში ჩივილზე. ვერ გაასაჩივრებთ იმას, რასაც ვერ ხედავთ. ასევე არსებობდა "ისტორიის ხაფანგი" (history trap): კანდიდატებისთვის წარსული ხელფასების შესახებ შეკითხვა ნიშნავდა იმას, რომ კარიერის დასაწყისში თუ დაბალხელფასიანი სამსახური გქონდა, ახალი სამსახურიც შეეცდებოდა ასეთივე დაბალი ხელფასი შემოეთავაზებინა. ეს პროპორციულად მეტად აზარალებდა ქალებსა და უმცირესობებს.


რა იცვლება მოქალაქეებისთვის?


სამუშაოს მაძიებლებისთვის:

- თქვენ ნახავთ რეალურ ციფრებს ვაკანსიის განცხადებებში ან პირველ გასაუბრებამდე გაიგებთ საწყისი ანაზღაურების დონეს ან ხელფასის დიაპაზონს. თქვენ ვერ ნახავთ ფრაზებს "ხელფასი გამოცდილების მიხედვით", რაც ნიშნავს, რომ შეძლებთ მოლაპარაკებას ინფორმირებული პოზიციიდან.

- აღარასოდეს მოგიწევთ პასუხის გაცემა კითხვაზე: "რას გამომუშავებთ ამჟამად?". თუ ინტერვიუერი ამას გკითხავთ, ის კანონს არღვევს.

- სამუშაოს შეცვლისას ქალები და უმცირესობები აღარ არიან მიჯაჭვულნი ისტორიულად დისკრიმინაციულ ხელფასებზე.


თანამშრომლებისთვის:

- შეგიძლიათ ოფიციალურად მოითხოვოთ საშუალო ანაზღაურება თქვენი როლის კატეგორიისთვის. თქვენს დამსაქმებელს აქვს 2 თვე მოთხოვნის შესასრულებლად.

- შეგიძლიათ ღიად ისაუბროთ კოლეგებთან ანაზღაურების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სანქციების შიშის გარეშე. კონფიდენციალურობის პუნქტები სამართლებრივად აღუსრულებადია.

- თუ ეჭვობთ დისკრიმინაციაზე, შეგიძლიათ გამჟღავნებული მონაცემები გამოიყენოთ მტკიცებულებად.


გაზიარება
ავტორის შესახებ: Tamari Tabatadze

Tamari is the founder and author of Behind the Policy. She holds a Bachelor’s degree in Political Science and is completing a Master’s degree in International Politics at KU Leuven. Her work focuses on translating EU laws, regulations, and policy developments into clear explanations of their impact on citizens and society.

წყაროები და კრედიტები

წყაროები
ფოტოს კრედიტები
  • Cover Image created by Tamari Tabatadze

ყოველკვირეული მიმოხილვა.

ერთი წერილი კვირაში. ევროკავშირის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, ახსნილი მარტივ ენაზე. სპინის გარეშე. სპამის გარეშე.